40₾ და მეტის შეკვეთისას მიტანა უფასოა
40₾ და მეტის შეკვეთისას მიტანა უფასოა
კალათა 0

წესები და პირობები

პირადი ინფორმაცია

მაღაზია იღებს პერსონალურ ინფორმაციას მომხმარებლისგან მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შეკვეთის და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდებისათვის. ინფორმაციის სიზუსტესა და სისრულეზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

მაღაზია ინახავს მომხმარებლის მიერ მითითებულ პირად ინფორმაციას, ასევე მონაცემებს მომხმარებლის მიერ შესყიდული პროდუქციის და მათი მიწოდების ადგილისა და თარიღის შესახებ.

მაღაზია არ ინახავს ინფორმაციას მომხმარებლის საბანკო ბარათის ან უნიფეის საფულის შესახებ. ეს ინფორმაცია მუშავდება მაღაზიისთვის საგადახდო მომსახურების გამწევი შპს „უნიფეი“-ს მიერ.

მაღაზია იღებს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პირადი ინფორმაციის დაცვის პასუხისმგებლობას და არ გადასცემს მას მესამე პირს მომხმარებლის თანხმობის გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენენ მომსახურების გაწევაში უშუალოდ ჩართული კომპანიები და ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები.

ანგარიშსწორება

პროდუქციის და მიტანის ფასი მოცემულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.  ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ვალუტით.

მაღაზიას საგადახდო მომსახურებას უწევს შპს „უნიფეი“.

გადახდა შესაძლებელია მხოლოდ Visa International, Mastercard International, American Express (AMEX) პლასტიკური ბარათების ან UniPAY-ს ელექტრონული საფულის მეშვეობით.

მიწოდება

პროდუქტის მომხმარებელთან მიწოდებას ახორციელებს საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანია.

პროდუქციის მიწოდების ღირებულება და ვადები დაანგარიშდება შეკვეთის გაფორმებისას.

თანხის უკან დაბრუნება

მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება შემდეგ შემთხვევებში:

  • მომხმარებელმა არ მიიღო პროდუქცია შეკვეთიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში
  • მომხმარებელმა პროდუქცია მიიღო დაზიანებულ მდგომარეობაში

თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით მომხმარებელმა უნდა მიმართოს მაღაზიას კონტაქტის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით და უნდა მიუთითოს თანხის უკან დაბრუნების მიზეზი. დაზიანებული პროდუციის მიღების შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს მაღაზიას პროდუქციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარულ დღეში და უნდა დაუბრუნოს მაღაზიას დაზიანებული პროდუქცია. ამ შემთხვევაში პროდუქციის უკან დაბრუნების ხარჯებს ფარავს მაღაზია.

სამართლებრივი დავები

მხარეები თანხმდებიან, რომ სამართლებრივ დავებს გადაწყვეტენ საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით და საქართველოში არსებული სასამართლოების მეშვეობით.

საიტის სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს.